ᲒᲠᲐᲤᲘ ᲚᲣᲘᲡ ᲰᲐᲛᲝᲜᲘ (ᲙᲐᲘᲠᲝ)
Share
მრავალი წლის მანძილზე, კაიროს ნამდვილი ვინაობა საგულდაგულოდ დაცული საიდუმლო გახლდათ. მხოლოდ მაშინ, როდესაც მან თავისი პროფესიის პიკს მიაღწია, კაირომ განაცხადა, რომ ის იყო გრაფი ლუის ჰამონი (1866-1936), ირლანდიელი დიდგვაროვანი, რომლის წარმომავლობაც შესაძლოა ირლანდიელი ფრანგების ადრეული ხანებიდან იღებდეს სათავეს. ის იყო უაღრესად ნიჭიერი ადამიანი, რომელსაც, სურვილის შემთხვევაში, კიდევ მრავალ სფეროში შეეძლო პატივის მოპოვება. ამის ნაცვლად, მან გარკვეული დროით აღმოსავლეთში ცხოვრება აირჩია, რათა სიღრმისეულად შეესწავლა ინდუსთა მივიწყებული სიბრძნე და სხვა რასების საიდუმლოებები. მის მიერ აღმოჩენილმა მასზე აშკარად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და დასავლურ ცივილიზაციაში დაბრუნებული დარწმუნებული იყო, რომ ეს კვლევა ყოველი ადამიანის ყურადღებას მიიქცევდა.
კაიროს უხმობდნენ ევროპის მრავალი გვირგვინოსანი ადამიანის ხელის გულის წასაკითხად, ასევე, პრეზიდენტებისა და ლიდერების ხელების. შემდგომში ისინი ადასტურებდნენ, რომ მათი ხელის ხაზებზე დაკვირვების შედეგად, კაიროს წინასწარმეტყველებების ძალა სასწაულს უტოლდებოდა.
კაირომ იწინასწარმეტყველა დედოფალი ვიქტორიას გარდაცვალების თარიღი, ასევე მეფე ედუარდ VII-ს გარდაცვალების თვე და რიცხვი. მძიმე ბედისწერა, რომელიც რუსეთის იმპერატორს ელოდა, ასევე იწინასწარმეტყველა იტალიის მეფე ჰამბერტის მკვლელობა, პარიზში შაჰის მკვლელობის მცდელობა და სხვა, ათასობით ცნობილი პიროვნების ცხოვრების გამორჩეული მოვლენები.
მისი ერთ-ერთი ყველაზე დრამატული წინასწარმეტყველება (ოცდაორი წლით ადრე) ლორდი კიტჩენერის გარდაცვალებისა და უშუალოდ ამ ფაქტის პირობების განხილვაა. კაირომ თქვა, რომ კიტჩენერი სიკვდილს 66 წლის ასაკში შეხვდებოდა, და ეს სულაც არ იქნებოდა ისეთი აღსასრული, როგორსაც ჯარისკაცი ელოდა. მისი სიკვდილი წყლისგან იქნებოდა გამოწვეული, ალბათ ქარიშხლით ან ზღვაზე დატრიალებული უბედურებით, მტვრის მიერ დატყვევების ან გადასახლების ალბათობით, საიდანაც თავს ვერასოდეს დაიხსნიდა.
ამ წინასწარმეტყველების გაკეთებისას დიდი კიტჩენერი სულაც არ იყო ცნობილი პიროვნება. მან კაიროს ხელმოწერილი ბარათი მიაწოდა, რომელზეც წინასწარმეტყველება იყო აღბეჭდილი. ლორდ კიტჩენერს არასოდეს დავიწყებია კაიროს სიტყვები.
პირველი მსოფლიო ომის დროს, ფრონტზე ყოფნისას, კიტჩენერმა წინასწარმეტყველება გენერალ დე ბალინკურტს და მისი შტაბის წევრებს მოუყვა.
საბრძოლო ხომალდის, “ჰემფშირის” ჩაძირვამ და მის ბორტზე მყოფი სამოცდაექვსი წლის ლორდი კიტჩენერის გარდაცვალებამ, რომელსაც წყალქვეშა ნავის მიერ ტყვედ აყვანა ემუქრებოდა, სრულად გაამართლა წინასწარმეტყველება. ეს იყო კაიროს სისტემის სიზუსტის კიდევ ერთი შესანიშნავი მაგალითი.
კაირომ მსგავსი სიზუსტის წინასწარმეტყველება უთხრა გამოჩენილ ჟურნალისტს, ვ.ტ. სტიდს, რომელმაც აღსასრული ტიტანიკით მგზავრობისას ჰპოვა.
კაირო მსოფლიოში ცნობილი გახდა ქირომანტიის სრულყოფილი სწავლებით, რაც მან ლონდონში, პარიზში, ნიუ-იორკში, ბოსტონში, ჩიკაგოში პეტროგრადში, რომში და მსოფლიოს ყველა ძირითად ქალაქში გაავრცელა, და რომლის წარმატებაც ყოველი კლასის მიერ იყო აღიარებული და შთაბეჭდილებები “სტუმართა წიგნში” ხელმოწერილი შენიშვნების სახით ინახებოდა.
კაიროს ნამუშევრებში შეხვდებით დიაგრამებს, რომლებიც ერთი შეხედვით დამაბნევლად გამოიყურება. თუმცა, ავტორი ამით ცხადად გვიჩვენებს საკითხის საგანს, თანაც ისეთი მანერით, რომ მისი შეცნობა “საკუთარი თავის შესწავლასთან” ერთად არაჩვეულებრივი გასაოცარი სიზუსტით არის შესაძლებელი.
კაიროს ნაშრომები მთელი სიცოცხლის სწავლებასა და გამოცდილებასთან მჭიდრო კავშირშია. მისი გარდაცვალების შემდეგ, ვერც ერთი წყარო ვეღარ გვთავაზობს ამგვარ განუზომლად ზუსტ სწავლებას.