ᲛᲔᲜᲚᲘ ᲞᲐᲚᲛᲔᲠ ᲰᲝᲚᲘ

ᲛᲔᲜᲚᲘ ᲞᲐᲚᲛᲔᲠ ᲰᲝᲚᲘ

მენლი პალმერ ჰოლი დაიბადა პიტერბოროში (კანადა). 1904 წელს
მშობლებთან ერთად გადავიდა შეერთებულ შტატებში საცხოვრებლად.
ახალგაზრდობიდანვე დაინტერესდა ოკულტური და მისტიკური ცოდნით. ამ
ინტერესის წყალობით მოხვდა თეოსოფიურ საზოგადოებაში და ამერიკის
ასტროლოგთა ფედერაციაში, მოგვიანებით კი, მასონურ ლოჟაშიც გაერთიანდა და როზენკროიცერთა საზოგადოების წევრიც გახდა. 1922 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი წიგნი „ინიციაცია ცეცხლის ალით“. ექვსი წლის შემდეგ კი დღის
სინათლე იხილა მისმა მომდევნო ნაშრომმა „მასონური, ჰერმეტისტული,
კაბალისტური და როზენკროიცერული სიმბოლური ფილოსოფიის
ენციკლოპედია“. 1934 წელს ჰოლი აარსებს ფილოსოფიური კვლევების
საზოგადოებას, სადაც რეგულარულად კითხულობს ლექციებს. (გამოთვლილია,
რომ მას 1940 წლისთვის შვიდი ათასამდე ლექცია ჰქონდა წაკითხული). 1956
წელს გამოაქვეყნა წიგნი „ამერიკის საიდუმლო საზოგადოებები“, რის შემდეგაც
ჰოლი დიდი ხნით დადუმდა. მხოლოდ 1986 წელს გამოვიდა მისი მომდევნო
ნაშრომი „ამერიკული საზოგადოების ჰერმეტისტული ფესვები“. მთელი
ცხოვრების განმავლობაში მენლი ჰოლმა 50 წიგნზე მეტი დაწერა და რამდენიმე
ასეული სტატია გამოაქვეყნა.

Back to blog