ᲞᲝᲚ ᲡᲔᲓᲘᲠᲐ
Share
ფრანგი ოკულტისტი, მარტინისტი, ეზოთერული და ქრისტიანულ-მისტიკური
წიგნების ავტორი პოლ სედირი (ფრანგ. Paul Sédir, ნამდვილი სახელი ივონ ლე ლუპი, Yvon Le Loup) დაიბადა 1871 წელს, მალევე მისი ოჯახი პარიზში გადავიდა. 1892 წლიდან ოცი წლის განმავლობაში მუშაობდა ბანკში რიგით თანამშრომლად. ოკულტიზმის შესწავლა ახალგაზრდობიდანვე დამოუკიდებლად დაიწყო. 1889 წელს ეზოთერული წიგნების მაღაზიაში -„Librairie du Merveilleux“- გაიცნო პაპიუსი (დოქ, ჟერარ ენკოსი) და მათი ურთიერთობა მალევე გაღრმავდა. ასევე გაიცნო სტანისლავ დე გუაიტა, ფილიპ ნიცე და მარტინიზმის და ეზოთერიზმის სხვა მოღვაწეები. 1920 წელს დააარსა საქველმოქმედო ქრისტიანული საზოგადოება „სულიერი მეგობრობა“ (ფრ.Amitiés Spirituelles), რომელიც დღემდე მოქმედებს.გარდაიცვალა 1926 წელს პარიზში.