ᲟᲐᲜ ᲒᲐᲡᲢᲝᲜ ᲑᲣᲠᲟᲐ
Share
ჩვენ დროში, როდესაც სულიერ საკიხებს მატერიალიზმი შთანთქავს,
მისასალმებელია, თუ გულწრფელი და მამაცი მისწრაფება შეარყევს მიძინებული სულების სავანეს და უჩვენებს მათ გზას ახალი სწავლებებისკენ, რომლებიც სამყაროსავით ძველია, თუმცა ახლად აღიქმება, რამეთუ ძალიან დიდი ხანი წარმოადგენდა განდობილთა ექსკლუზიურ უპირატესობას.
დღეს სწორედ ასეთ სულზე ვსაუბრობთ, თუმცა მასზე შემორჩენილია მწირი და
მოკრძალებული ბიოგრაფია. ჟან გასტონ ბურჟა დაიბადა როშფორ-სურ-მერში (Charente Interiuere), 1864 წლის 1 აგვისტოს. იგი იყო შვილი, შვილიშვილი და შვილთაშვილი დიდი ოფიცრებისა, როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო ძალებში, რომლებიც ცხოვრებდნენ ჯერ კიდევ იმ პერიოდში, როდესაც ზოლები და ლენტები მოიპოვება ხმლით, საომარ ველზე. ჟან ბურჟას ვენებში, ნამდვილი მეომრის სისხლი ჩქეფს, რაც მის ნაშრომებში კარგად იგრძნობა. ის მოგვითხრობს, ხმაურისა და ბრწყინვალების გარეშე, გამარჯვებას აზროვნების დახურულ ველში, რომელსაც მოგვითხრობს თავის ნაშრომში “La Magie”.