ᲡᲔᲠᲒᲔᲘ ᲢᲣᲮᲝᲚᲙᲐ
Share
სერგეი ტუხოლკა (1874 წლის 25 თებერვალი, ვლადიმირის გუბერნია - 1954 წლის 3 დეკემბერი, პარიზი, დაკრძალულია პანტენის სასაფლაოზე). კონსული ახლო აღმოსავლეთსა და ბალკანეთში, მწერალი და მთარგმნელი, ოკულტიზმში რამდენიმე ცნობილი წიგნის ავტორი.
დაიბადა ქალაქ ვიაზნიკში. 1892 წელს წარჩინებით დაასრულა გიმნაზიის კურსი, შემდეგ სანქტ პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. გახლდათ ალბანური ენის სპეციალისტი და მსახურობდა იმპერიის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
1898 წელს დაინიშნა კონსულად კონსტანტინოპოლში, მოგვიანებით საუდის არაბეთში, სირიაში. მიმოწერა ჰქონდა ცნობილ ბიზანტიონოლოგ უსპენსკისთან, ბაღდადში გენერალური კონსულის თანამდებობაზე ყოფნის დროს.
1902-1906 წლებში სერბეთში მსახურობდა ვიცე კონსულად. მოგვიანებით კუნძულ კრეტაზე, 1907 წლიდან კოსოვოში, 1911 დან გადავიდა ერაყში, 1912 – 1920 წლებში - ბულგარეთში.
1920 წლიდან იგი ემიგრაციაშია კონსტანტინოპოლში, სადაც გახდა წარმომადგენელი ერთა ლიგაში და ლტოლვილთა ინტერესებს იცავდა. 1922 წლიდან ცხოვრობდა პარიზში, მუშაობდა როგორც მთარგმნელი, წერდა მემუარებს. 1930-იანი წლების დასაწყისში იყო პარიზის რუსული მასონური ლოჟის „იუპიტერის“ წევრი, საფრანგეთის ამ „დიდი ლოჟის“ ნომერიც კი ცნობილია #536.
მის კალამს ეკუთვნის შემდეგი გამოცემები: „ჯადოქრობის პროცესები XV –XVII საუკუნის დასავლეთ ევროპაში“, „ისტორიის ფილოსოფია. წარმოსახვის ნებისა და ბედისწერის გავლენა ისტორიაზე“, და ჩვენს მიერ თარგმნილი „ოკულტიზმი და მაგია“