ᲩᲐᲠᲚᲡ ᲕᲔᲑᲡᲢᲔᲠ ᲚᲔᲓᲑᲘᲢᲔᲠᲘ

ᲩᲐᲠᲚᲡ ᲕᲔᲑᲡᲢᲔᲠ ᲚᲔᲓᲑᲘᲢᲔᲠᲘ

ჩარლს ვებსტერ ლედბიტერი - თეოსოფიური საზოგადოების წევრი, მასონი, ლიბერალური კათოლიკური(ანგლიკანური) ეკლესიის ერთ-ერთი დამაარსებელი, ეპისკოპოსი, მწერალი.

ჩარკს ვ. ლედბიტერი დაიბადა 1854 წლის 16 თებერვლის სტოკპორტში, შეშირშის საფრაგოში. 1861 წელს ოჯახი ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მამა კლერკად მუშაობდა რკინიგზის მომარაგებაში. უფროსი ლედბიტერი 1862 წელს გარდაიცვალა ტუბერკულოზით, ხოლო 1866 წელს ის ბანკი გაკოტრდა, რომელშიც ოჯახი დანაზოგს ინახავდა. ამ მიზეზის გამო საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩარლზი იძულებული გახლდა თავადაც კლერკად ემუშავა. საღამოობით თვითგანათლებით იყო დაკავებული, შეისწავლიდა უცხო ენებს: ფრანგულს, ლათინურს და ბერძნულს. ასევე გაიტაცა ასტრონომიამ და შეიძინა თორმეტ დიუმიანი სარკისებრი ტელესკოპი ვარსკვლავებზე დაკვირვებისთვის.

ლედბიტერის ბიძა ცნობილი ანგლიკანი მღვდელი გახლდათ. მისი დახმარებით 1879 წელს ჩარლზი ანგლიკანურ ეკლესიის მღვდლად აკურთხეს ფარნჰემში.

იგი აქტიური მღვდელი პედაგოგი და აღმზრდელი გახლდათ, რომელსაც თავის მემუარებში მეთლი იხსენებს, როგორც ჭკვიან, მხიარულ და კეთილშობილ ადამიანს. სწორედ ამ დროს ამჟღავნებს ლედბიტერი ინტერეს სპირიტიზმისადმი და ესწრება მედიუმ უილიამ ეგრინტონის სეანსებს.

ლედბიტერის ინტერესი ოკულტიზმისადმი განსაკუთრებით გაიზარდა ა. პ. სინეტის  „ოკულტური სამყაროს“ წაკითხვის შემდეგ. 1883 წლის 21 ნოემბერს მან ხელი მოაწერა განცხადება-ანკეტას, რათა შეერთებოდა თეოსოფიურ საზოგადოებას. 1884 წელს გაიცნო ე. პ. ბლავაცკაია მისი ლონდონში ყოფნის დროს. ბლავაცკაიას დახმარებით 1884 წლის 31 ოქტომბერს ლედბიტერმა მიიღო წერილი მაჰათმაკუტხუმისგან, რომელმაც შეატყობინა თანხმობა მისი მოსწავლედ მიღების თაობაზე. კუთხუმი ატყობინებდა, რომ სასურველი იყო დაუყოვნებლივ გამგზავრებულიყო ინდოეთში. 1884 წლის დეკემბერში ლედბიტერი ბლავაცკაიასთან ერთად ადიარში ჩავიდა. 1884 წლიდან 1888 წლამდე ლედბიტერი იყო თეოსოფიური საოგადოების მდივანი და გ. ს. ოლკოტის თანაშემწე. ამავე პერიოდში მან გაიარა მედიტაციური პრაქტიკის კურსი, რომელმაც მასში „გააღვიძა ნათელხილვა“. მოგვიანებით ლედბიტერი წერდა როგორ დაეხმარა მასწავლებელი მისი ოკულტური უნარების გახსნაში, რომელთა მეშვეობითაც ლედბიტერს შესაძლებლობა მიეცა ესარგებლა ასტრალური ხედვით და იმავდროულად შეენარჩუნებინა სრული გონება ფიზიკურ სხეულში. მხოლოდ ამის შემდეგ მას გაუჩნდა შესაძლებლობა ეწარმოებინა ოკულტური კვლევები და შედეგები აღეწერა თავის წიგნებში.

თეოსოფიური საზოგადოების დამაარსებლებმა ე. პ. ბლავაცკაიამ და გ.ს ოკლოტმა 1880 წელს ცეილონზე ვიზიტის დროს გაიარეს ბუდისტური სარწმუნოების მიღების რიტუალი. ინდოეთში მოგზაურობისას როცა ბლავაცკაია და ლედბიტერი 1884 წლის ბოლოს შეჩერდნენ კოლომბოში ბლავაცკაია კითხა მას ხომ არ უნდოდა ლედბიტერს მიჰყოლოდა დამფუძნებელთა მაგალითს. ბლავაცკაიამ აუხსნა მას რომ ქრისტიანი მღვდლის მიერ ბუდიზმის ღიად მიღება ინდუსებს და ბუდისტებს დაარწმუნებდა მისი განზრახულობის პატიოსნებაში და შესაძლებლობას მისცემდა უფრო ეფექტურად ემუშავა მათთან თეოსოფიის საკეთილდღეოს. მოგვიანებით ლედბიტერი იხსენებდა:

„მე ვუპასუხე, რომ უდიდეს პატივისცემას განვიცდი ბუდასადმი და მთელი გულით ვიღებ მის სწავლებას, ასე რომ, ჩემთვის დიდი პატივი იქნება შევუერთდე მის მიმდევართა რიგებს თუკი ეს შესაძლებელი იქნება ქრისტიანული სარწმუნოების შენარჩუნების კვალობაზე, რომელშიც მე მონათლული ვარ. მან დამარწმუნა, რომ  ამგვარ განდგომას ჩემგან არავინ მოითხოვდა, რადგანაც ბუდიზმსა და ჭეშმარიტ ქრისტიანობას შორის შეუთავსებლობა არ არის.“

1885 წელს ლედბიტერი ეხმარებოდა ოლკოტს ბირმაში ბუდიზმის ასაღორძინებლად. იგივე საქმიანობას ეწეოდა ლედბიტერი ცეილონზეც, სადაც მან დააარსა ინგლისური ბუდისტური სკოლა. სწორედ ეს სკოლა, რომლის დირექტორიც ლედბიტერი იყო გახლდა მომავალი ანანდ კოლეჯის ცენტრი. სადღეისოდ აქ 7000 მეტი სტუდენტი სწავლობს.

ბევრი დრო დაიხარჯა ოკულტური ქიმიის კვლევის სფეროში: აღიწერა წყალბადის ატომების სტრუქტურა, ჟანგბადი, აზოტი და ბევრი სხვა ქიმიური ელემენტი. ასტრალური ფონის გათვალისწინებით გამოკვლეული და შემდეგ ნახატების სახით გადმოცემულია არა მხოლოდ აზრებისა და ემოციების გამოვლენა, არამედ ზოგიერთი მუსიკალური ფრაზაც კი.

XIX – XX საუკუნის გზაგასაყარზე, ლედბიტერი აღიარეს თეოსოფიის ერთ ერთ უდიდეს ავტორიტეტად, ფსიქიკური და მოვლენების შესწავლის სფეროში.

1914 წელს ლედბიტერი გაემგზავრა სიდნეიში (ავსტრალია). რამდენიმე წლის განმავლობაში იგი ნათელმხილველურ კვლევებს ატარებდა ეკლესიის მსახურების ოკულტური მხარის შესასწავლად. საბოლოოდ ლედბიტერი მივიდა დასკვნამდე რომ ქრისტიანული საიდუმლოებები სპეციალურად იქნა შექმნილი ადამიანის სულიერი ძალების გამოთავისუფლებისა და გამრვლების მიზნით.

1916 წლის ივლისში ლედბიტერი ლიბერალურ კათოლიკური  (ანგლიკანური) ეპისკოპოსად აკურთხეს. იგი გახდა პირველი პრეზიდენტ-ეპისკოპოს ვეჯვუდი.

მან და ვეჯვუდმა ბევრი დრო გაატარეს ლიტურგიის ცვლილებებზე საუბარსა და ეკლესიის ორგანიზება-დოქტრინების შემუშავებაში.

ლებიტერი იყო ლიბერალუ კათოლიკური  (ანგლიკანური) პრეზიდენტ- ეპისკოპოსი სიცოცხლის ბოლომდე 1934 წლის 1 მარტამდე.

Back to blog