კაბალის შესწავლის შესავალი
კაბალის შესწავლის შესავალი
ინგლისელმა კორონერმა, თეოსოფოსმა და მასონმა უილიამ უინ უესტკოტმა „კაბალის შესწავლის შესავალი“ პირველად 1888 წელს, ჰერმეტიკოს სტუდენტთა საზოგადოებაში წაკითხული ლექციების შემდეგ გამოსცა. ეს ნაშრომი უძველესი ებრაული მისტიკური ტრადიციის ყოვლისმომცველი სახელმძღვანელოა.
„ოქროს განთიადის ჰერმეტიკული ორდენის“ გამოჩენილი წევრის ეს წიგნი გადმოგვცემს ამ საიდუმლო მოძღვრების ისტორიას, ფილოსოფიასა და სიმბოლიკას. ამასთან, გვიზიარებს სულიერი ზრდისა და განმანათლებლობისთვის მისი პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობებს.
ავტორი იკვლევს კაბალისტური აზროვნების სხვადასხვა სკოლას, მათ შორის „სეფერ იეცირასა“ და „ზოჰარს“, და განიხილავს აღნიშნული ტრადიციის როლს ებრაულ მისტიციზმსა და დასავლურ ეზოთერიზმში. გარდა ამისა, იგი გვთავაზობს სავარჯიშოებსა და მედიტაციებს, რომლებიც მკითხველს ტექსტის უკეთ გააზრებასა და სულიერი გამოცდილების გაღრმავებაში დაეხმარება.
ᲐᲕᲢᲝᲠᲘ: უილიამ უინ უესკოტი
ᲒᲐᲛᲝᲛᲪᲔᲛᲔᲚᲘ: მიხეილ რობაქიძე
ᲛᲗᲐᲠᲒᲛᲜᲔᲚᲘ: ზურაბ აბაშიძე
ᲠᲔᲓᲐᲥᲢᲝᲠᲘ: ანა მზიანი
ᲡᲐᲛᲔᲪᲜᲘᲔᲠᲝ ᲠᲔᲓᲐᲥᲢᲘᲠᲔᲑᲐ: ელენე დოლაბერიძე
ᲓᲘᲖᲐᲘᲜᲔᲠᲘ: ანა ხარაული
ISBN 978-9941-8-9443-5
ᲤᲝᲠᲛᲐᲢᲘ: 12 x 19
ᲔᲜᲐ: ქართული
ᲬᲔᲚᲘ: 2026
ᲧᲓᲐ: რბილი
ᲒᲕᲔᲠᲓᲔᲑᲘ: 128
Share
