თუალთაჲ
თუალთაჲ
ეპიფანე კვიპრელის ,,თუალთაჲ” დაიწერა IV საუკუნის მიწურულს და წარმოადგენს ძველ ქართლ ენაზე მინერალოგიის უნიკალურ ტექსტს, რომლის მიმართ ინტერესი არ განელებულა არა მხოლოდ თეოლოგიურ, არამედ ეზოთერულ წრეებშიც.
ამის მიზეზი უპირვრლესად ის გახლავთ, რომ ხსენებული ძეგლი არ არის მხოლოდ ეგზეგეტიკა და ბიბლიურ პატიოსან თვალთა ალეგორიული გააზრება. ის უხვ ინფორმაციას შეიცავს ძვირფას ქვათა თვისებებზე, მოპოვებაზე, გამოყენებაზე. ამ მხრივ იგი უნიკალური მინეროლოგიური თხზულებაა, რომელიც ერთდროულად ავლენს გვიანელინისტურ, შუა საუკუნეობრივ და რენესანსულ სულისკვეთებას. სწორედ ამ ეპოქებში იყო დიდი ინტერესი მინერალოგიისადმი, ისევე როგორც ჰერმეტიზმის, ალქიმიის და ასტროსოფიის მიმართ. არაერთი თეოლოგი და ფილოსოფოსი ხსენებულ დარგთა ერთ სიბრტყეში მოთავსებას ახდენდა.
,,თუალთაჲ” ჩვენმა წინაპრებმა მოათავსეს ენციკლოპედიური ტიპის სახელმძღვანელოში, რომელსაც ,,შატბერდის კრებულის” სახელით ვიცნობთ.
ᲐᲕᲢᲝᲠᲘ: ეპიფანე კვიპრელი
ᲒᲐᲛᲝᲛᲪᲔᲛᲔᲚᲘ: მიხეილ რობაქიძე
ᲠᲔᲓᲐᲥᲢᲝᲠᲘ: თეიმურაზ თათარიშვილი
ᲓᲘᲖᲐᲘᲜᲔᲠᲘ: ნინა მეგრელიძე
ISBN – 978-9941-8-8634-8
ᲤᲝᲠᲛᲐᲢᲘ: 12 x 19
ᲔᲜᲐ: ქართული
ᲬᲔᲚᲘ: 2026
ᲧᲓᲐ: რბილი
ᲒᲕᲔᲠᲓᲔᲑᲘ: 155
Share
