Skip to product information
1 of 5

მოგზაურობა როზენკროიცერთა შორის

მოგზაურობა როზენკროიცერთა შორის

Regular price 25.00 ₾
Regular price Sale price 25.00 ₾
Sale Sold out
Taxes included.

ოკულტური ნოველა ეწოდება ისეთ ლიტერატურულ მიმართულებას, სადაც ეზოთერული საკითხები მხატვრულ სტილშია წარმოდგენილი და კითხვის პროცესში ორმაგად სასიამოვნო გამოცდილებას გვპირდება.

ფრანც ჰარტმანის „მოგზაურობა როზენკროიცერთა შორის“, არის ოკულური ნოველა, რომელიც ავტორმა პირველად 1887 წელს გამოსცა. ნაწარმოების გმირი ცხოვრებისეული მღელვარებისგან  თავის დაღწევის მიზნით ალპების მთებში მიემგზავრება. ტყეში ჩვენი გმირი ხვდება იდუმალებით მოსილ ქონდრისკაცს, რომელსაც იგი ადეპტთან მიჰყავს.

ადეპტი ნაწარმოების გმირთან საუბარს იწყებს როზენკროიცერული გზის შესახებ, რომელიც ალქიმიის, ელემენტალებისა და ფსიქიკური ძალების დაუფლებას მოიცავს. ნაწარმოების გმირი ხვდება ორდენის სხვა წევრებსაც, მათ შორის ორ იდუმალ ქალბატონს, რომელთაც თავიანთი წარსული ინკარნაციები ახსოვთ.

ჰარტმანი პოეტურად აღწერს ალპების სილამაზეს და თხრობისას ოსტატურად აზავებს ძველი როზენკროიცერების პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც ალქიმიურ ლაბორატორიას, აზრების წამკითხველ ადეპტებს და მოულოდნელ აღმოჩენებს მოიცავს.

ᲐᲕᲢᲝᲠᲘ: ფრანც ჰარტმანი

ᲒᲐᲛᲝᲛᲪᲔᲛᲔᲚᲘ: მიხეილ რობაქიძე

ᲛᲗᲐᲠᲒᲛᲜᲔᲚᲘ: დავით ჯანგველაძე

ᲠᲔᲓᲐᲥᲢᲝᲠᲘ: ირმა ჯანიაშვილი

ᲙᲝᲠᲔᲥᲢᲝᲠᲘ: ანა მზიანი

ᲓᲘᲖᲐᲘᲜᲔᲠᲘ: ანა ხარაული


ISBN – 978-9941-8-8635-5

ᲤᲝᲠᲛᲐᲢᲘ: 14.5 x 20.5
ᲔᲜᲐ: ქართული
ᲬᲔᲚᲘ: 2026
ᲧᲓᲐ: რბილი
ᲒᲕᲔᲠᲓᲔᲑᲘ: 135

View full details