Skip to product information
1 of 5

ჰერმეტიზმი (ეგვიპტელების იდუმალი ფილოსოფია)

ჰერმეტიზმი (ეგვიპტელების იდუმალი ფილოსოფია)

Regular price 18.00 ₾
Regular price Sale price 18.00 ₾
Sale Sold out
Taxes included.

დიმიტრი სტრანდენის ეს ნაწარმოები, რომელიც განსაკუთრებით ღირებულია ეზოთერული საკითხებით დაინტერესებული საზოგადოებისთვის, მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდება მათთვის, ვინც დღეს დასავლურ ოკულტურ მაგიასა და ტრადიციებს ეცნობა, რადგანა ამ უკანასკნელის საფუძველი, სწორედ ჰერმეტული სწავლებებია.

მრავალი თვალსაზრისით, ჰერმეტიზმი, რომელიც თავისი არსით ფილოსოფიური სისტემააა, თანამედროვე მაგიური და მისტიკური ტრადიციების წინამორბედს წარმოადგენს, მისი წარმოშობა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 300 წლით ადრე თარიღდება. ჰერმეტული ტექსტები ნეოპლატონიზმის, გნოსტიციზმისა და ადრეული ქრისტიანობის კვალდაკვალ გაჩნდა, რომლებიც ღვთაებრივ თემატიკასთან დაკავშირებულ საკითხებთან ერთად, ალქიმიის, ასტროლოგიის, სიკეთისა და ბოროტების ბუნების შესახებ მოიცავდა ინფორმაციას.

ჰერმეტიზმი, რომელსაც ჰერმეს ტრისმეგისტუსის სწავლებას უწოდებენ, ორ ნაწილად იყოფა: პირველი გახლავთ ტექნიკური ნაწილი, რომლის მეშვეობითაც, მკითხველისთვის იოლდება სამყაროს სტრუქტურის არსის (ალქიმია, ასტროლოგია და თეურგია (ღვთაებრივი მაგია)) გაგება. ხოლო მეორე, „ფილოსოფიური“ ნაწილი, ზემოთ აღნიშნული ტრადიციის ძირითად იდეებს ავლენს, სადაც არაერთ ღირებულ დებულებას აღმოაჩენთ.

 

ᲐᲕᲢᲝᲠᲘ:  დიმიტრი სტრანდები
ᲒᲐᲛᲝᲛᲪᲔᲛᲔᲚᲘ: მიხეილ რობაქიძე
ᲛᲗᲐᲠᲒᲛᲜᲔᲚᲘ:  ნათია ღვინაშვილი
ᲠᲔᲓᲐᲥᲢᲝᲠᲘ:  ირმა ჯანიაშვილი, თეიმურაზ თათარიშვილი
ᲓᲘᲖᲐᲘᲜᲔᲠᲘ: ანა ხარაული

ISBN: 978-9941-8-8638-6

ᲤᲝᲠᲛᲐᲢᲘ: 12 x 19 
ᲔᲜᲐ: ქართული
ᲬᲔᲚᲘ: 2026
ᲧᲓᲐ: რბილი
ᲒᲕᲔᲠᲓᲔᲑᲘ: 130

View full details